Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხის პროცენტი არ გაიზრდება


საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, საქართველოში 116 ათასზე მეტ სესხზე პროცენტი არ გაიზრდება. რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 18 მარტს იმსჯელა.

"კორონავირუსის პანდემიისა და მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდება როგორც ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, ისე საქართველოში, რის გამოც ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე, ზუსტი შეფასებების გაკეთება შეუძლებელია", - განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

იმის დასადგენად, არის თუ არა მოქალაქის მიერ აღებული სესხი (ცვლად პროცენტზე) რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული, დეტალები ხელშეკრულებაშია გაწერილი.

დღევანდელი მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთი 9 პროცენტია. ამ ნიშნულამდე გაზრდის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბერს მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG