Accessibility links

site logo site logo

უკრაინის ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა სოფლის მეურნეობის სფეროს მენეჯერი


უკრაინის პარლამენტმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაამტკიცა 44 წლის იგორ პეტრაშკო, რომლის სამენეჯერო კარიერა მოიცავდა სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის, საინვესტიციო ბანკებისა და კონსულტირების სფეროებს.

243 პარლამენტარიდან, 17 მარტს, უმრავლესობამ დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის მიერ წამოყენებულ ამ კანდიდატურას. ეს უკრაინის პარლამენტის მუშაობის ბოლო დღე იყო ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საკარანტინო რეჟიმზე გადასვლამდე.

ასევე 17 მარტს, გენერალური პროკურორის პოსტზე დაამტკიცეს ირინა ვენედიქტოვა, რითიც დასრულდა მთავრობის შეცვლის პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა 4 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ექვსი თვის განმავლობაში ახდენდა თავისი გუნდის ფორმირებას.

პეტრაშკო, რომელსაც პოლიტიკურ პოსტზე აქამდე არ უმუშავია, ეკონომიკას უხელმძღვანელებს ახალი კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიით მოტანილი სირთულეების პერიოდში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG