Accessibility links

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს ამ დროისთვის 4 კლინიკაში მკურნალობენ


18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით COVID-19 დაავადებული პაციენტებიდან 30 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია, 3 თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, 3 საჩხერის სამედიცინო ცენტრში და 1 ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში.

18 მარტის შუადღის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 38 შემთხვევა. მათგან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან 16 მარტს გაწერეს და ამჟამად თვითიზოლაციაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG