Accessibility links

site logo site logo

კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა ბოლო საათების განმავლობაში 83-ით გაიზარდა


18 მარტის 14 საათისთვის, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი. ეს 83-ით აღემატება 12 საათის მონაცემებს. 12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1261 პირი იმყოფებოდა. 18 მარტის დილით ეს რიცხვი 1130 იყო, ხოლო 17 მარტის მონაცემებით - 1008.

ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის პრევენციის მიზნით შექმნილი სამთავრობო საიტის, stopcov.ge-ის თანახმად, 18 მარტის 12 საათის შემდეგ არ არის გაზრდილი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პაციენტთა რაოდენობა და კვლავ 216-ს შეადგენს. 17 მარტის ინფორმაციით სტაციონარში მხოლოდ 64 ადამიანი იმყოფებოდა.

18 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 38 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG