Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აჭარა ტექსტილი" პირბადეების დამზადებას იწყებს


"აჭარა ტექსტილის" სამკერვალო ფაბრიკებში, რომლებიც ბათუმში, ფოთსა და ბობოყვათში მდებარეობს, პირბადეების წარმოების პროცესი იწყება.

როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ფაბრიკის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ლომინაძემ განაცხადა, 500 000 პირბადეს ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცემენ, ამ რაოდენობის დამზადებას დაახლოებით 10 ან მეტი დღე დასჭირდება.

თუმცა ეს არ იქნება ისეთი ქირურგიული პირბადე, რომელიც აფთიაქებში იყიდება.

„ის პირბადე, რაც სერიულად იწარმოება, მზადდება დანადგარზე, ჩვენ ხელით უნდა გავაკეთოთ პირბადე და რაღაც სტანდარტების გათვალისწინება ცოტა რთული იქნება. მასალა შეთანხმებულია ეკონომიკის სამინისტროსა და ლუგარის ლაბორატორიასთან.

ეს იქნება 12 ფენის მარლისგან დამზადებული მრავალჯერადი პირბადე, რომელსაც გავლილი აქვს შემოწმება შესაბამის ორგანოებში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ლომინაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG