Accessibility links

logo-print logo-print

მოლდოვა იუწყება ახალი კორონავირუსით პირველ გარდაცვლილზე


18 მარტს მოლდოვამ ახალი კორონავირუსით პირველი გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა.

"წუხელ მოლდოვის პირველი მოქალაქე გარდაიცვალა კორონავირუსის ინფექციით. საუბარია 61 წლის ქალზე", - განაცხადა ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ვიორიკა დუმბრავეანუმ.

მინისტრის თქმით, ეს ქალი ახლახან დაბრუნდა იტალიიდან და რამდენიმე დაავადება ჰქონდა.

კიშინიოვის იმ საავადმყოფოს დირექტორი, რომელშიც პაციენტი გარდაიცვალა, ამბობს, რომ ქალის სოფელში კარანტინი გამოცხადდა.

მოლდოვა, რომლის მოსახლეობა 3,5 მილიონი ადამიანია, 18 მარტისთვის კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაზე იუწყება. ქვეყანაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG