Accessibility links

logo-print logo-print

20 მარტს სინოდის სხდომა გაიმართება


ორ დღეში, 20 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

სხდომა პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით 12 საათზე ჩაინიშნა. დღის წესრიგთან დაკავშირებით დეტალები უცნობია.

ამ დრომდე ბოლო სინოდის სხდომა გასული წლის 31 ოქტომბერს გაიმართა. ამ სხდომაზე მეუფე პეტრე ცაავა პატრიარქმა მღვდელმსახურობიდან განაყენა. ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს პრეზიდენტისთვის ე.წ. ციანიდის საქმეზე საპატიმროში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების რეკომენდაციით მიემართათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG