Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველ პარტიას სახელმწიფო შეისყიდის


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში უკვე არის საკმარისი მასალა იმისთვის, რომ მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები იწარმოოს. წარმოებული პირბადეების პირველ პარტიას კი სახელმწიფო შეისყიდის და გადაანაწილებს საჭიროების მიხედვით.

„პირველი რაოდენობა პირბადეების იქნება შეძენილი სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც ჩვენ შემდეგ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე, იმ ადამიანებზე, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდება და ყველაზე მეტი შეხება აქვს სხვა ადამიანებთან და მაღალი რისკის კატეგორიასთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკებში, რომლებიც ბათუმში, ფოთსა და ბობოყვათში მდებარეობს, პირბადეების წარმოების პროცესი იწყება.

როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ფაბრიკის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ლომინაძემ განაცხადა, 500 000 პირბადეს ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცემენ, ამ რაოდენობის დამზადებას დაახლოებით 10 ან მეტი დღე დასჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG