საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის თანახმად, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს სოფლის მეორნეობის მინისტრს დაავალა, დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 ძირითად პროდუქტზე ფასები შენარჩუნდეს და მკვეთრ ცვლილებებს არ დაექვემდებაროს:
„შესაბამისად, სოფლის მეურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას მექანიზმზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი ინფორმაციით, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, მაქსიმალურად ნაკლებად ცვალებადი ფასებით შეეძლოს ძირითადი პროდუქტების შეძენა.
ირაკლი ჩიქოვანს არ დაუსახელებია, რომელ 7 მთავარ პროდუქტზე იყო მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის 18 მარტის შეხვედრაზე.
18 მარტის 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 38 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 1344, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216.
დაწერეთ კომენტარი