Accessibility links

logo-print logo-print

მთავრობა სუბსიდირებით ქართული ავიაკომპანიის ბილეთების გაიაფებას გეგმავს


საქართველოს მთავრობა ქართული ავიაკომპანიის ბილეთების გაიაფებას სუბსიდირებით გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"ეს არის სუბსიდია არა რომელიმე კომპანიის მიმართ, თუმცა არც ამას მოვერიდებით დღესდღეობით, არამედ ჩვენი მოქალაქეების დროულად ჩამოყვანის თვალსაზრისით", - თქვა თურნავამ.

მანვე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარი არ არის "უფასო რეისებზე":

"იმისთვის, რომ ეს კომერციული რეისები იყოს მდგრადი, როცა ჩვენ ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლა, მხოლოდ ქართველი მოქალაქეები ვერ იქნება იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რომ ხომალდების გაგზავნა იყოს მომგებიანი და მდგრადი. ჩვენ თანამონაწილეობას გავიღებთ და შევავსებთ. ასევე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი თანამშრომლობით ბილეთის ფასები დაიკლებს და იქნება ძალიან ხელმისაწვდომი".

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა დღეიდან, 18 მარტიდან, ორი კვირის განმავლობაში იზღუდება. ეტაპობრივად ფრენებს წყვეტს სხვადასხვა კომპანია. იქ, სადაც ფრენები უკვე შეწყვეტილია, საქართველოს არაერთი მოქალაქე რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG