Accessibility links

logo-print logo-print

ლევან დავითაშვილი: ამ ეტაპისთვის ღია ბაზრები არ უნდა დაიხუროს


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ე.წ. ღია ბაზრები არ უნდა დაიხუროს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მედიკოსების რეკომენდაციით, პირიქით, ღია სივრცეში სავაჭრო ოპერაციები შედარებით ნაკლებრისკიანია. ამიტომ, ეს კიდევ უფრო დასაშვებია", - თქვა მინისტრმა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა შეზღუდვები მოქმედებს. მთავრობის რეკომენდაციით, იხურება კვებისა და სხვა თავშეყრის ადგილები, გაუქმდა კულტურული ღონისძიებები და გადაიდო სასწავლო პროცესი.

საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 38 შემთხვევა ფიქსირდება. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 1 344 პირი, 216 კი - სტაციონარში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG