Accessibility links

logo-print logo-print

ჩეხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები უფრო გამკაცრდა


ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაამკაცრა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომები. დღეიდან საზოგადოებრივი თავშეყრის უმეტეს ადგილებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.

პრაღის მერმა, ზდენეკ ჰრიბმა ფეისბუკში დაწერა, რომ გამკაცრებული ზომები 18 მარტს შუადღით შევიდა ძალაში.

19 მარტიდან იზღუდება სასურსათო მაღაზიებზე წვდომა. 10-12 საათის ინტერვალში მათი მონახულების უფლება ექნებათ მხოლოდ 65 წელს გადაცილებულებს.

„ვკრძალავ ცხვირ-პირზე დამცავი საფარის გარეშე შესვლას და ყოფნას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საგანგებო ვითარების დროს მომუშავე დაწესებულებებში, საჯარო ოფისებში, ადმინისტრაციულ დაწესებულებებში, სასწრაფო დახმარების სამსახურებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ფოსტის განყოფილებებში, აფთიაქებსა და ბაქნებზე (ტრანსპორტის გაჩერებებზე)“, - დაწერა ჰრიბმა.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ შესახებ რეკომენდაციები გუშინ გააკეთა კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფმა.

განკარგულების თანახმად, წესების დარღვევისთვის დაწესებულია 20 ათასი კრონის ოდენობის ჯარიმა (813 აშშ დოლარი).

18 მარტის მონაცემებით, ჩეხეთის რესპუბლიკაში აღრიცხულია COVID-19-ით დაავადების 484 შემთხვევა, 3 გამოჯანმრთელდა, სასიკვდილო შემთხვევა არ ყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG