Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროვიზია 2020 აღარ გაიმართება


ევროვიზია 2020 ჩაიშალა. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიიღო. კონკურსის ორგანიზატორების თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროვიზიის ჩატარების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი განიხილებოდა, თუმცა მომღერლების, სტუმრებისა თუ გულშემატკივრების ჯანმრთელობა უმთავრესი გამოდგა:

"ევროპაში ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელების მასშტაბებისა და მის წინააღმდეგ კონკურსში მონაწილე ქვეყნებისა და ნიდერლანდის მთავრობის მიერ გამოცემული შეზღუდვების გათვალისწინებით, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამართოს დაგეგმილი ღონისძიება", - აღნიშნავს ევროპის მაუწყებელთა კავშირი.

რიგით 65-ე ევროვიზია მაისში როტერდამში უნდა გამართულიყო. ევროვიზიის ორგანიზატორთა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონკურსი როტერდამში შესაძლოა 2021 წელს ჩატარდეს.

ევროვიზია 2020-ზე საქართველოდან წარდგენილი იყო თორნიკე ყიფიანი სიმღერით "Take me as I am".​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG