Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძის თქმით, კვირის ბოლოს ალბათ იქნება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მოსალოდნელი მასშტაბების შესახებ ილაპარაკა „რუსთავი 2“-თან. გამყრელიძე რამდენიმე დღეში შემთხვევების მატებას ვარაუდობს.

„ველით იმას, რომ შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს. ალბათ დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები, დიდი ალბათობით, ამ კვირის ბოლოს ან მომავალ კვირაში. ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს ზრდა იყოს, ასე ვთქვათ, მინიმალური. ანუ მინიმიზაცია გავაკეთოთ ახალი შემთხვევების“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

18 მარტის 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 38 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 1344, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG