Accessibility links

site logo site logo

კოსოვოში შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენეს კორონავირუსზე "პანიკის" გავრცელებისთვის


ალბინ კურტი

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენა კორონავირუსთან დაკავშირებით "პანიკის" გავრცელების გამო. ამ ბრალდების საბაბად იქცა მინისტრ აგიმა ველიუს მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა ქვეყნის პრეზიდენტის მოწოდებაზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე. ქვეყნის პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის ამ წინადადებამ, კოსოვოს პოლიტიკური ელიტა ორ ნაწილად გაჰყო.

ამ განცხადებიდან მალევე, ალბინ კურტიმ 18 მარტს თანამდებობიდან დაითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრი.

17 მარტის საღამოს კოსოვოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა წინადადებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და დოკუმენტი გადაუგზავნა ქვეყნის პარლამენტს, რომელმაც 48 საათის განმავლობაში ან უნდა მიიღოს, ან უარყოს ეს ინიციატივა.

თავად კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ მხარი არ დაუჭირა დადგენილებას და განაცხადა, რომ ის "ზედმეტ პანიკას" გამოიწვევს.

კოსოვოში კორონავირუსით დაავადების 19 შემთხვევა გამოვლინდა. საშიში ვირუსის მატარებლები მეტწილად არიან ადამიანები, რომლებმაც იმოგზაურეს მეზობელ იტალიაში ან კონტაქტში შევიდნენ იტალიაში ნამყოფ პირებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG