Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და კანადა საზღვრის ჩაკეტვაზე შეთანხმდნენ


კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ლონდონი, 2019 წ. 3 დეკემბერი.
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ლონდონი, 2019 წ. 3 დეკემბერი.

აშშ-ისა და კანადის ლიდერები კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ, ჩაკეტონ საერთო საზღვარი ყველა მგზავრისთვის, რომელთა მგზავრობა არ ატარებს გადაუდებელ ხასიათს.

„ერთობლივი შეთანხმებით, დროებით ვკეტავთ ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარს კანადასთან“, დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში. მან აღნიშნა, რომ ეს ზომა არ შეეხება ვაჭრობას.

ვაშინგტონში რუსეთის საელჩო ოთხშაბათს იტყობინებოდა, რომ 20 მარტიდან აშშ-სა და რუსეთს შორის ამოქმედდება დროებითი შეზღუდვა სამგზავრო გადაადგილებაზე. გამონაკლისი გაკეთდება რეგულარული რეისებისთვის მოსკოვსა და ნიუ-იორკს. შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG