Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა


ამ მომენტისთვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიის ეპიცენტრად ევროპა გამოაცხადა.

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის ინფექციით 3400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, უმრავლესობა - იტალიაში. საგანგაშო მდგომარეობაა ესპანეთშიც, სადაც ამჟამად დაავადებულია 13700 ადამიანი, გარდაიცვალა 600.

უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირში მოხვედრას ცდილობენ, უკან აბრუნებენ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მისი საზღვრების გადაკვეთაზე 30-დღიანი აკრძალვა შემოიღო COVID-19-ის გავრცელებასთან საბრძოლველად.

ევროპის სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც მოქალაქეებისთვის მკაცრი საკარანტინო ზომები შემოიღეს, იტალიისა და ესპანეთის გარდა არიან ავსტრია, ჩეხეთი და ბელგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG