Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ტრამპმა კორონავირუსთან საბრძოლველად საგანგებო უფლებამოსილებით ისარგებლა


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ თავს „ომის დროის“ პრეზიდენტი უწოდა და კორონავირუსთან COVID-19 საბრძოლველად დაიწყო მრეწველობის მობილიზაციის უფლებამოსილების გამოყენება. 50-იან წლებში, კორეის ომის დროს მიღებული კანონით, აშშ-ის პრეზიდენტს უფლება აქვს საწარმოებს აიძულოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის გამოშვება.

დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან ბრძოლა შეადარა მეორე მსოფლიო ომის დროს მიღებულ ზომებს.

18 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სენატის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების და ამერიკული კომპანიების დახმარებას.

უახლოესი ორი თვის განმავლობაში აშშ-ის მოქალაქეებს გადაუხდიან საერთო ჯამში 500 მილიარდ დოლარს. ფულადი დახმარება ოჯახის წევრთა რაოდენობის და შემოსავლის მიხედვით გაიცემა.

კორონავირუსის გავრცელების გამო სამუშაოს სულ უფრო მეტი ამერიკელი კარგავს. 18 მარტს, საავტომობილო ინდუსტრიის უმსხვილესმა კომპანიებმა „ფორდმა“, „ჯენერალ მოტორსმა“, „ფიატ კრაისლერმა“, „ჰონდამ“ და „ტოიოტამ“ განაცხადეს, რომ ქარხნებს კეტავენ აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში.

მხოლოდ „ფორდის“ და „ჯენერალ მოტორსის“ ქარხნების დაკეტვით სამუშაოს კარგავს 150 ათასამდე ამერიკელი.

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით დაავადდა 205 ადამიანი. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 9 464-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 108. გარდაცვლილია 155 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG