Accessibility links

site logo site logo

თვითიზოლაციის წესების დამრღვევი, ტრანსპორტიდან გაქცეული პირი იძულებით კარანტინშია


პოლიციამ კარანტინში იძულებით მოათავსა პირი, რომელმაც კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელი თვითიზოლაციის წესები დაარღვია და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით. შემთხვევა 18 მარტს მოხდა. სხვა მგზავრებმა ამ პირის სატელეფონო საუბრიდან შეიტყვეს, რომ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან სამი დღის წინ დაბრუნდა და ეს ფაქტო შესაბამის სამსახურებს აცნობეს. მას შემდეგ, რაც მგზავრმა ეს შეიტყო, მიკროავტობუსი გორის მახლობლად გააჩერებინა და გაიქცა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 19 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით გადაიყვანეს ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაში. მისი ქმედების გამო, ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს ტრანსპორტში მყოფ ყველა პირს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG