Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კარანტინში მოათავსეს კიდევ 250-მდე ადამიანი


საქართველოში კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი. განახლებული ინფორმაცია 19 მარტს, 12:00 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

216-დან 261-მდე გაიზარდა სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფთა რიცხვი.

19 მარტს დილით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით COVID-19 ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა. დაავადებულთა საერთო რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მათგან ერთი გამოჯანმრთელებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG