Accessibility links

site logo site logo

პოლიციამ კარანტინში იძულებით მოათავსა კიდევ 28 მოქალაქე


საქართველოში კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელი თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, პოლიციელებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს კიდევ 28 მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები გამოვლენილია იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებსა და თბილისში.

საკარანტინო ზონებში იძულების წესით, საერთო ჯამში გადაიყვანეს 127 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG