Accessibility links

საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია: მუნიციპალიტეტებმა  მეიჯარეებს გადასახადი არ მოსთხოვონ


კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მუნიციპალიტეტებს მიმართავს რეკომენდაციებით, არ მოსთხოვონ იჯარის გადასახადი "სავაჭრო ობიექტების" წარმომადგენლებს. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა იგულისხმება ამ რეკომენდაციაში, გადასახადების გადავადება, თუ ამ მეწარმეების ხარჯისგან გათავისუფლება.

19 მარტს დილით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით COVID-19 ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა. დაავადებულთა საერთო რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მათგან ერთი გამოჯანმრთელებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG