Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ახალი შეზღუდვები მზადდება


საქართველოში კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად ზომების გამკაცრება და ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება. ეს გადაწყვეტილება დღეს, 19 მარტს მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ.

მთავრობის ადმინისტრაციაში საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, რომ სამინისტროებს და სხვა სახელმწიფო უწყებებს მიეცა ინსტრუქცია, რომ დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა შესაძლო შეზღუდვა.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომაროებაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა. ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც მიმართულია პრევენციულ ღონისძიებაზე“, - განაცხადა ჩიქოვანმა:

ამ დროისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის დაკეტილია ქვეყნის საზღვრები, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, დროებით დაიხურა გასართობი, კულტურული და სპორტული დაწესებულებები, შეწყდა მიკროავტობუსებით მგზავრობა. სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე.

19 მარტის 13:00 საათისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 40 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG