Accessibility links

logo-print logo-print

საპატრიარქო სასულიერო პირებს ურჩევს, თავი შეიკავონ ზიარების წესზე პირადი აზრის გამოთქმისგან


საქართველოს საპატრიარქომ სასულიერო პირებს მიმართა, სინოდის სხდომამდე თავი შეიკავონ ზიარების წესის შესახებ პირადი მოსაზრებების გამოთქმისგან.

"კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება", - ნათქვამია საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ექიმების რეკომენდაციაა, რომ კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო, ზიარებისას არ იყოს გამოყენებული ყველასთვის საერთო ჭურჭელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG