Accessibility links

site logo site logo

ჩეხეთში სწრაფად იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი


ჩეხეთში 572-მე გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი. 19 მარტის დილით მოსახლეობას აცნობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა, რომ 58-ი ახალი შემთხვევა აღირიცხა ბოლო 24 საათში და ახლა 522-იაო. ჩეხეთის გამოცემა CT-24-ის თანახმად, შუა დღისთვის რაოდენობამ მიაღწია 572-ს.

ჩეხეთის ტელევიზიის ცნობით, ოთხშაბათ საღამოს სპეციალური რეისით ჩინეთიდან ჩეხეთში ჩამოიტანეს 14 მილიონი კრონის (დაახლოებით 560 ათასი $) ღირებულების სწრაფი ტესტირების 150 ათასი საშუალება.

უახლოეს ორ დღეში ჩეხეთში ასევე ჩინეთიდან ჩამოიტანენ მილიონზე მეტ რესპირატოს, სანიტარულ და ქირურგიულ ნიღბებს და სხვა სანიტარულ საშუალებებს.

18 მარტიდან ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაამკაცრა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომები. საზოგადოებრივი თავშეყრის უმეტეს ადგილებში სავალდებულოა პირბადის ტარება.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG