Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში მმართველი კოალიციის წევრი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას შეეცდება მინისტრის განთავისუფლების შემდეგ


კოსოვოს მმართველი კოალიციის პარტნიორი შეეცდება უნდობლობა გამოუცხადონ მთავრობას, რაც ბალკანეთის ამ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს მთელ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფონზე.

კოსოვოს დემოკრატიული ლიგის თავმჯდომარემ, ისა მუსტაფამ განაცხადა, რომ დაიწყებენ უნდობლობის გამოცხადების პროცესს მას მერე, რაც თანამდებობიდან გადააყენეს შინაგან საქმეთა მინისტრი აგიმ ველიუ იმ მიზეზით, რომ ვითომ „პანიკა“ გაავრცელა მოსახლეობაში კორონავირუსის გამო მას მერე, რაც მიემხრო პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის შემოღებისკენ პრეზიდენტის მოწოდებას.

მუსტაფამ განმარტა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან უთანხმოება იყო სერბეთიდან შემოტანილი საქონლის საბაჟო გადასახადის გაუქმების გარშემოც.

პრეზიდენტმა, ჰაშიმ ტაჩიმ 17 მარტს მოაწერა ხელი დეკრეტს კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ინიციატივა გაეგზავნა პარლამენტს, რომელმაც 48 საათის განმავლობაში არც მიიღო და არც უარყო წინადადება.

პრემირ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ უარყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოწოდებები და განაცხადა, რომ ეს „არასაჭირო პანიკას“ გამოიწვევდა. მან დაითხოვა ველიუ 18 მარტს, ცოტა ხანში მას მერე, რაც მინისტრი მიემხრო მოწოდებას. მას პრემიერმა ბრალად „პანიკის გავრცელება“ დასდო.

ველიუ დემოკრატიული პარტიის წევრია. ეს პარტია მყიფე კოალიციაშია კურტის "თვითგამორკვევის პარტიასთან" ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG