საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტი დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებამდე ე.წ. წლისთავზე იყო. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია და თვითიზოლაციაში იმყოფება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ წლისთავზე იმყოფებოდა:
„ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს მორგი სხდომის დასრულების შემდეგ.
19 მარტის 16:00 საათისთვის საქართველოში COVID-19-ით დაავადებულია 40 ადამიანი.ერთი გამოჯანმრთელდა.კარანტინის რეჟიმში 1592 პირია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 262.
დაწერეთ კომენტარი