Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო, სუმგაითი და აფშერონის ოლქი ჩაიკეტა


ბაქოს ერთ-ერთი რესტორანი
ბაქოს ერთ-ერთი რესტორანი

აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო ჩაიკეტა კორონავირუსის გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად. მთავრობის გადაწყვეტილებით, 19 მარტიდან ბაქოში, ახლომდებარე ქალაქ სუმგაითსა და აფშერონის ოლქში შესვლა ეკრძალება ყველა მანქანას, გარდა სასწრაფო დახმარების, სატვირთო და იმ მანქანებისა, რომლებითაც მაშველთა ჯგუფები და საგზაო ავარიების ბრიგადები გადაადგილდებიან.

აკრძალვა ძალაში დარჩება, სულ მცირე, 29 მარტამდე. ასევე შეწყვეტილია ბაქოს, სუმგაითისა და აფშერონის ოლქის ყველა სარკინიგზო კავშირი ქვეყნის დანარჩენ ნაწილებს შორის.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულია 34 ადამიანი, გადაიცვალა ერთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG