Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

40 მლნ დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 2,4 თეთრით გამყარდა


ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარის გაყიდვით ლარი დოლართან 2,4 თეთრით გაამყარა. ხვალიდან, 20 მარტიდან 1 დოლარი 3,1568 ლარი ეღირება.

ლარი დოლარის გარდა ევროსთან და 30-ზე მეტ სხვა ვალუტასთან გამყარდა. ხვალიდან 1 ევრო 9-თეთრიანი გამყარების შემდეგ 3,41 ლარი ეღირება.

40 მლნ დოლარის ინტერვენციით ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების ტემპი შეაჩერა. 6 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით ლარი დოლართან 40 თეთრით გაუფასურდა, ამდენივე ერთეულით გაუფასურდა ლარი ევროსთანაც.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG