ირანში იზრდება კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, მაშინ, როცა ქვეყანა ემზადება საახალწლო დღესასწაულის, ნოვრუზის შეზღუდული ფორმით აღსანიშნად 20 მარტს.
„უკანასკნელ დღე-ღამეში 149 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1284-ს მიაღწია,“ განაცხადა 19 მარტს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალირეზა რაისიმ. „სამწუხაროდ, გუშინდელს მერე ინფიცირების 1046 ახალი შემთხვევა გვაქვს,“ დასძინა მან.
ირანი COVID-19-ით დაავადების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა ჩინეთისა და იტალიის შემდეგ.
დაწერეთ კომენტარი