Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ჩაუტარდება "მასობრივი ტესტირება" ​​კორონავირუსზე - თენგიზ ცერცვაძის პასუხი


ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში კორონავირუსის დასადგენად "მასობრივ ტესტირებაზეა" საუბარი. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განმარტა, ვის და როგორ ჩაუტარდება კვლევები.

მისი თქმით, დღეს ტესტირება უტარდება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ რომელიმე კლინიკური სიპტომი (ხველა, ტემპერატურა და ა.შ.) და ბოლო 14 დღის განმავლობაში იყვენ მაღალი რისკის ქვეყნებში ან არიან ე.წ. კონტაქტები.

"მასობრივი ტესტირების დაწყება ნიშნავს, რომ ეს "მეორე პირობა" მოიხსნება. ანუ ყველა პიროვნებას, ვისაც ექნება კლინიკური სიპტომები, მას აღარ მოსთხოვენ დასაბუთებას, რომ იყო "კონტაქტი", - თქვა მან.

როგორც ცნობილია, მასობრივ ტესტირების დაწყება საქართველოში მას შემდეგ იგეგმება, რაც ვეღარ მოხდება "კონტაქტებისა" და ინფიცირების წყაროს დადგენა.

19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 40 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG