Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავაჭრო ობიექტების ნაწილი დროებით იხურება


საქართველოში საცალო ბიზნესის ასოციაციის საინიციატივო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკებთან არსებული ფორსმაჟორის გათვალისწინებით, დროებით დახუროს სავაჭრო ცენტრებში განთავსებული მაღაზიები.

ტანსაცმლის, აქსესუარების, ფეხსაცმლისა და კოსმეტიკის მიმართულების ბიზნესკომპანიები საქართველოს მასშტაბით არსებულ სავაჭრო ცენტრებში თავიანთი ობიექტების მუშაობას 2020 წლის 19 მარტიდან 2020 წლის 1 აპრილამდე პერიოდში შეაჩერებენ.

„ვითვალისწინებთ რომ დღეის მონაცემებით ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადავიდა, გამოცხადდა მსოფლიო პანდემია და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური და კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელება ვირუსთან საბრძოლველად.

ჩვენ ვემორჩილებით საქართველოს მთავრობის სავალდებულოდ შესასრულებელ რეკომენდაციებს, თავი ავარიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს, ამასთან ვიჩენთ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, გამომდინარე იქიდან რომ სავაჭრო ცენტრები და მოლები პოტენციურად წარმოადგენს რისკ-ჯგუფს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით“, - აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში.

ბიზნესორგანიზაციები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ სახელმწიფო სტრუქტურებთან. მათი შეფასებით, მნიშვნლოვანი იქნება ასევე პროცესების ერთობლივი კოორდინაცია."ჩვენი ფოკუსი ახლა არის ის, რომ გადავლახოთ ეს პერიოდი და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები", - ითქვა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამართულ შეხვედრაზე.

ასოციაციაში გაერთიანებულია 200-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, 500 ობიექტითა და 8000 თანამშრომლით. ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, კომპანიების ძირთადი ნაწილი 1 აპრილამდე თანამშრომლებს ხელფასს სრულად დაუფარავს, თუმცა უჭირთ თქმა, რა იქნება შემდგომ.

19 მარტის 17:00 საათისთვის საქართველოში COVID-19-ით დაავადებულია 40 ადამიანი.ერთი გამოჯანმრთელდა.კარანტინის რეჟიმში 1592 პირია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 262.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG