Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ დროებით აჩერებს ავღანეთში ახალი ჯარისკაცების შეყვანას


აშშ-ის არმიის გენერალი სკოტ მილერი.
აშშ-ის არმიის გენერალი სკოტ მილერი.

აშშ დროებით აჩერებს ავღანეთში ახალი ჯარისკაცების შეყვანას, რათა ისინი დაიცვას კორონავირუსის ინფექციისგან. როგორც აშშ-ის არმიის გენერალმა სკოტ მილერმა განაცხადა 19 მარტს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჯარები, რომლებიც უკვე იმყოფებიან ავღანეთში, შესაძლოა იქ დაგეგმილზე მეტ ხანს დარჩნენ, რათა გაგრძელდეს ნატოს ეგიდით მიმდინარე მისია.

დაახლოებით 1500 ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, რომელიც ახლახან ჩავიდა ავღანეთში, კარანტინში იმყოფება. „იმიტომ არა, რომ ისინი ავად არიან“, ხაზგასმით აღნიშნა მილერმა.

მარტის დამდეგს აშშ-მა ავღანეთში განლაგებული თავისი ჯარების შემცირება დაიწყო გასულ თვეში თალიბებთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG