Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტების გამოჯანმრთელების დრო 20 დღემდე გახანგრძლივდა


კორონავირუსით (COVID – 19) ინფიცირებულების გამოჯანმრთელების ვადის გახანგრძლივების შესახებ ლაპარაკობს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

„მსუბუქი დაავადების შემთხვევაში გაჯანმრთელების ყველაზე მინიმალური პერიოდი იყო ორი კვირა, ახლა გაიზარდა 20 დღემდე. ამიტომ პაციენების ვირუსისგან გათავისუფლება ცოტა გვიანდება. ამიტომ აღარ ვჩქარობთ. თუ აქამდე ტესტს ვაკეთებდით ორი კვირის თავზე ვირუსის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ტესტს, ახლა გადავწიეთ და ორი კვირიდან 20 დღემდე ვაკეთებთ“, - ამბობს ეზუგბაია.

ექიმი აზუსტებს, რომ ინკუბაციის პერიოდი კვლავ 2-დან 14 დღემდეა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოს 25-მა პაციენტმა მიმართა. 10-ის პასუხი უარყოფითა, 15 პაციენტის გამოკვლევის შედეგები კი 20 მარტს გახდება ცნობილი.

19 მარტის ონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 40 შემთხვევაა, მათ შორის ერთი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 262.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG