Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ორ კონგრესმენს კორონავირუსი აღმოაჩნდა


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ორი წევრის თქმით, კორონავირუსის ტესტმა მათ დადებითი პასუხი აჩვენა. ისინი კონგრესის ჯერჯერობით ცნობილი პირველი წევრები არიან, ვისაც დაავადება აღმოაჩნდა.

58 წლის რესპუბლიკელმა მარიო დიას-ბალარტმა და 45 წლის დემოკრატმა ბენ მაკადამსმა განაცხდეს, რომ ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ მას შემდეგ, რაც COVID-19 ვირუსით ინფიცირებული აღმოჩნდნენ.

აშშ-ში აღრიცხულია ინფიცირების 11300-ზე მეტი და სიკვდილის 161 შემთხვევა.

მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვმა 230 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 9300-ზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG