Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სტაციონარში 275 ადამიანია, კარანტინში - 1575


20 მარტის 8:00 საათის მონაცემებით, საქართველოში სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 275 ადამიანი.

კორონავირუსის COVID-19 გავრცელების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის შექმნილ სამთავრობო ვებსაიტზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 1575.

19 მარტს სტაციონარში მყოფთა რიცხვი იყო 262, ხოლო კარანტინის რეჟიმში - 1592.

ჯერჯერობით საქართველოში დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 40 შემთხვევა. მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG