Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოქალაქეებთან შეხვედრები სატელევიზიო ფორმატში გაიმართება


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დეპუტატები მოქალაქეებს, პირისპირ შეხვედრების ნაცვლად, საზოგადოებრივი მაუწყებლების ეთერებიდან ესაუბრებიან. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებთან სულ ორჯერ ექნებათ მსგავსი კომუნიკაცია, ერთხელ თბილისის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, მეორედ კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან.

"გვექნება ამ ფორმით კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მოვისმენთ შეკითხვებსაც", - თქვა კობახიძემ.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იგეგმება. პროცედურულად კონსტიტუციის შესაცვლელად საჯარო, სახალხო შეხვედრები აუცილებელია. იმის გამო, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხე მომატებულია, პარლამენტში სატელევიზიო შეხვედრებზე დაიწყო მსჯელობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG