Accessibility links

site logo site logo

ჩეხეთში 765-ს მიაღწია კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა


ჩეხეთის ხელისუფლების საკოორიდინაციო შტაბის ცნობით, განვლილი დღე-ღამის მონაცემებით მნიშვნელოვნად გაიზარდა COVID-19-ით დავირუსებულ ადამიანთა რაოდენობა და დღეისათვის ქვეყანაში აღრიცხულია 765 შემთხვევა.

ხუთშაბათს ეს რიცხვი შეადგენდა 572-ს.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ოთხი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ჩეხეთში გამოჯანმრთელდა COVID-19-ით დაავადებული სამი კაცი. სასიკვდილო შემთხვევა არ ყოფილა.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩეხეთში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, აკრძალულია მასობრივი თავყრილობები, სპორტული, კულტურული, რელიგიური და სხვა სახის ღონისძიებები. შეჩერებულია სახმელეთო და საავიაციო მიმოსვლა ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკით ხასიათდებიან.

გამკაცრებულია კარანტინის წესები: ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში სიარულის დროს მოქალაქეები ვალდებული არიან იარონ სანიტარული ნიღბებით ან პირბადეებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG