Accessibility links

ჯანდაცვის მინისტრი: მომავალი კვირის დასაწყისში კორონავირუსის სწრაფი ტესტები გვექნება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში მომავალი კვირის დასაწყისში კორონავირუსის 1 000 სწრაფი ტესტი იქნება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ტესტები ქვეყანამ საჩუქრად ჩინეთიდან მიიღო.

მისივე განმარტებით, სწრაფი ტესტით შემოწმება მომავალი კვირის ბოლოდან უკვე შესაძლებელი იქნება.

"ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება იმ პიროვნებების სწრაფი ტესტირება, რომელზეც გვექნება ეჭვი კორონავირუსთან დაკავშირებით", - თქვა მან.

მისივე განმარტებით, მოლაპარაკებები გრძელდება კორეის სახელმწიფოსთანაც, საიდანაც ქვეყანა დამატებით 200 ათას სწრაფ ტესტს ელოდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 43 შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიური საფრთხის გამო შეიზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოშვება, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, შეწყდა მიკროავტობუსებით მიმოსვლა და საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გამოცხადდა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG