Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბედნიერების ინდექსში საქართველო 118-ე ადგილზეა


ბედნიერების მსოფლიო ინდექსის (WHR) 2020 ანგარიშში საქართველო 154 ქვეყანას შორის 118- ე ადგილზეა და, ისევე როგორც წინა კვლევის დროს, კვლავ ჩამორჩება რეგიონის ყველა ქვეყანას.

თუმცა, წინა წელთან შედარებით საქართველო ერთი ნაბიჯით გაიუმჯობესა მდგომარეობა. შარშან საქართველო რეიტინგში 119-ე ადგილზე გავიდა.

როგორც მსოფლიო ბედნიერების ინდექსის პრეამბულაშია ნათქვამი პირველი ანგარიში, გაერომ 2012 წელს გამოაქვეყნა. ქვეყნების რიგითობა ეფუძნება რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის, ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტს, ცხოვრების ხანგრძლივობას, სოციალური მხარდაჭერის მასშტაბს და კორუფციის არარსებობას მთავრობაში ან ბიზნესში.

ამ კრიტერიუმების მიხედვით, ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულს 2020 წელს სათავეში უდგას ფინეთი, ხოლო რეიტინგის ბოლოშია - ავღანეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG