Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისის მიკროავტობუსი“: მიმდინარეობს მერიასთან მოლაპარაკებები მძღოლების ფინანსურ მხარდაჭერაზე


„თბილისის მიკროავტობუსში დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე დედაქალაქის მერიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“. განცხადების თანახმად, კომპანია დედაქალაქის მერიის სრული მხარდაჭერით, ცდილობს, უმოკლეს დროში გამოინახოს გამოსავალი, რათა „თბილისის მიკროავტობუსის“ მხრიდან ფინანსური ზარალი ანაზღაურდეს.

„თბილისის მიკროავტობუსი“ აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საკითხზე ყველა მძღოლი იქნება ინფორმირებული.

მძღოლები ითხოვენ, მოლაპარაკებების პროცესში მათი წარმომადგენელიც იყოს ჩართული.

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ 18 მარტიდან საქართველოს მასშტაბით დროებითაა შეჩერებული სამარშრუტო ტაქსებით მომსახურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG