Accessibility links

logo-print logo-print

24 ავღანელი სამხედრო დაიღუპა „ინსაიდერული“ თავდასხმის შედეგად


სულ მცირე 24 ავღანელი სამხედრო მოსამსხურე დაიღუპა 20 მარტის გამთენიისას ინსაიდერული თავდასხმის შედეგად ზაბულის პროვინციაში მდებარე უსაფრთხოების ძალების გაერთიანებულ ბაზაზე. ობიექტის ტერიტორიის შიგნით მყოფმა რამდენიმე დივერსანტმა ცეცხლის გაუხსნა მძინარე თანამებრძოლებს.

„დაიღუპა ავღანეთის არმიის 14 ჯარისკაცი და 10 პოლიციელი“, - განაცხადა ზაბულის პროვინციის პოლიციის უფროსმა, ატაჯან ჰაქ ბაიანმა. გაუჩინარდა ოთხი სამხედრო მოსამსახურე.

მძინარე სამხედროების ჩახოცვას ბოლო ხანს მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი დანაშაული უწოდა ზაბულის პროვინციის გუბერნატორმა, რაჰმატულა იარმალმა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა გაქცევით უშველეს თავს და ბაზიდან გაიტაცეს შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა.

მომხდარისთანავე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა არსებობს ოფიციალური ვარაუდი, რომ თავდამსხმელების უკან თალიბები უნდა იდგნენ.

ამ თავდასხმის ფონია აშშ-სა და თალიბანს შორის თებერვლის ბოლოს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება. 29 თებერვალს დოჰაში ხელმოწერილი შეთანხმებით, აშშ-ის და მოკავშირეთა ჯარებმა ავღანეთი 14 თვის განმავლობაში უნდა დატოვონ. სანაცვლოდ, თალიბანმა უნდა შეასრულოს დაპირება უშიშროების სფეროში, და მოილაპარაკოს ავღანეთის მთავრობასთან, რასაც შეიარაღებული ჯგუფი ყოველთვის უარყოფდა.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG