Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძეს წარადგენს


საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად გოჩა ლორთქიფანიძის წარდგენას მხარი დაუჭირა. მის კანდიდატურას 91 მომხრე ჰყავდა, წინააღმდეგი არავინ იყო.

პროცესს წინ უსწრებდა მისი კანდიდატურის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილვა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ბოიკოტის მიუხედავად, ლორთქიფანიძის კანდიდატურას მხარს "ევროპული საქართველოც" უჭერს.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა მიმდინარეობს ძალიან მაღალ დონეზე, კონკურსის საფუძველზე", - თქვა ოხანაშვილმა.

გოჩა ლორთქიფანიძე 7 წელზე მეტია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG