Accessibility links

site logo site logo

ქართველი სამხედროები რუმინეთიდან დაგეგმილზე ადრე დაბრუნდნენ


საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოში დაბრუნდნენ ქართველი სამხედროები, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, წვრთნები აპრილის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ქართველი სამხედროების სამშობლოში კურსის დასრულებამდე დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება კი მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით დაბრუნდნენ.

სამხედროები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სადაც ისინი ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 43 შემთხვევა ფიქსირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG