Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მეჩეთებში პარასკევის დიდი ლოცვა დროებით შეჩერებულია


სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით, 20 მარტიდან საქართველოს მეჩეთებში პარასკევის დიდი ლოცვა დროებით აღარ გაიმართება.

„იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სერიოზული საფრთხე დგას, ამავე დროს, მსოფლიოს მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას დროებით შეჩერდეს მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა“, - აღნიშნულია მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.

გადაწყვეტილების თანახმად, მეჩეთები ღია დარჩება ლოცვის ინდივიდუალურად შესრულების მსურველთათვის.

„საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს მოგიწოდებთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ ოპტიმიზმით განწყობილი და არ ჩავვარდეთ პანიკაში, სრულად დავიცვათ ჯანდაცვის ორგანოების მიერ გაცემული რეკომენდაციები და მივენდოთ ღმერთს“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 43 ადამიანია დაავადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG