ზესტაფონის ტერიტორიაზე მოძრავ სატვირთო მატარებლის ვაგონს, დღეს, 20 მარტს, დილით ცეცხლი გაუჩნდა, რასაც შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, - იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
სრულად დაიწვა ერთი ვაგონი. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ოფიცილური ცნობით, მათ ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.
საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული ქმედება სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
დაწერეთ კომენტარი