Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TV პირველი: ჩვენს ანგარიშს ინკასო დაედო


TV პირველის ინფორმაციით, მათ საბანკო ანგარიშს ინკასო დაედო. ამის შესახებ ინფორმაცია არხმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.

"ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ", - დაწერა ფეისბუკში არხის მფლობელმა, ვატო წერეთელმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა არხს ინკასო დაედო. ასე მოხდა 2019 წლის მიწურულსაც. ინკასოს დადებით, დავალიანების ბოლომდე დაფარვამდე, არხის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა საგადასახადო დავალიანებას ავტომატურად ხმარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG