Accessibility links

logo-print logo-print

ჩეხეთში კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით მაღაზიებში ასაკოვანთა შესვლის ახალი დრო განისაზღვრა


ჩეხეთის მთავრობამ სასურსათო მაღაზიებში ასაკოვანი მოქალაქეების შესვლის დრო ახლებურად განსაზღვრა. 20 მარტიდან, მოქალაქეებს, რომლებიც 65 წელს არიან გადაცილებული, შეუძლიათ მაღაზიებში შევიდნენ დილის 7 საათიდან 9 საათამდე.

ადრე მთავრობამ ეს დრო 10-დან 12 საათამდე განსაზღვრა.

მარტის 19 რიცხვიდან ცხვირის და პირის დაფარვა სავალდებულოა ყველა საჯარო სივრცეში, რისი მიზანიც კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვაა.

20 მარტისთვის ჩეხეთში აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირებული 833 პირი, დაავადების შედეგად არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG