Accessibility links

logo-print logo-print

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში UNDP-იმ მედპერსონალისთვის განკუთვნილი სპესაშუალებები ჩაიტანა


ლუიზა ვინტონი

მსოფლიოში კორონავირუსის სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 20 მარტს უკიდურესად აუცილებელი სამედიცინო საშულებების პირველი პარტია ჩაიტანა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში. საკუთრივ UNDP-ის ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს სამედიცინო პერსონალისათვის ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების 500 კომპლექტს, ხოლო ხელის სადეზინფექციო საშუალება - 500 ლიტრი სითხე და 600 ლიტრი თხევადი საპონი დაფინანსდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების (USAID) პროგრამის მიერ; დამატებით კიდევ 60 ლიტრი ხელის სადეზინფექციო საშუალება გამოჰყო ორგანიზაციამ „გაეროს - ქალები“(UN Women).

ტვირთს, რომელმაც ენგურის ხიდი გადაკვეთა, მიაცილებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოთხი ექსპერტი.

„COVID-19 ის პანდემია არ ცნობს საზღვრებს და გამყოფ ხაზებს. მსოფლიოს ურთიერთკავშირი ნიშნავს, რომ ვერც ერთი რეგიონი, ქვეყანა, თუ თანამეგობრობა ცალკე ვერ შეძლებს ვირუსის თავიდან აცილებას და კოლექტიურ მოქმედებას გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ცალკე ამას ვერავინ გაართმევს თავს. სწორედ ამიტომ UNDP მზად არის ამ კრიზისის დროს ნებისმიერი დახმარების აღოსაჩენად“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა.

სოხუმში მოქმედი UNDP-ი, UNICEF-ი, გაეროს სხვა სამსახურები და საერთაშორისო არასმათავრობო ორგანიზაციები ემზადებიან ერთიანი საინფორმაციო კამპანიისათვის, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის აღმოჩენებისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ შემუშავებული ნორმების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებას.

20 მარტს რუსეთის მედიამაც გავრცელა ცნობა სოხუმში COVID-19-ისათვის დიაგნოსტიკური საშუალებების შეტანის თაობაზე.

ჯერჯერობით აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში კორონავირუსით დაავადების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG