Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ მელაძე: ინკასო მთავარ არხსაც დაადეს


მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ინკასო მათ ტელევიზიასაც დაედო. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

"მაშინ, როდესაც ბიზნესი კრიზისშია, შესაბამისად, ვერც ტელევიზიებს ურიცხავს სარეკლამო მომსახურების თანხას, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მედიის მუშაობაა არაა საჭირო და ინკასო დაადო ორ ტელევიზიას, მთავარ არხსა და TV პირველს", - აცხადებს მელაძე.

არხისთვის ინკასოს დადებაზე დაწერა Facebook-ზე TV პირველის დირექტორმაც:

"ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ".

საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, არაერთმა ბიზნესმა მუშაობა შეაჩერა. მათმა ნაწილმა ფინანსური პრობლემების გამო თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 44 შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიური საფრთხის გამო შეიზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოშვება, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, შეწყდა მიკროავტობუსებით მიმოსვლა და საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG